"ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით" - რას წერს ნინო წილოსანი?
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს:
"ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატიურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები
ყველა რევოლუციის მცდელობა მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან
წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ!! გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით
დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონდმებლობით
აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროკავშირმაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს
ინფორმაციისთვის:
ლეიბორისტები შესაძლოა გამოძიების წინაშე აღმოჩნდნენ , რადგან იღებდნენ დაფინანსებას ევროკავშირისგან, როცა იყვნენ ოპოზიციაში - აცხადებს “The Telegraph” - წერს ნინო წილოსანი.