loader

ვრცელდება უმძიმესი ამბავი - დაიღუპა 5 და დაშავდა 35 ადამიანი -ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, შემთხვევა ინდოეთში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი ამბავი - დაიღუპა 5 და დაშავდა 35 ადამიანი -ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, შემთხვევა ინდოეთში მოხდა

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 და დაშავდა 35 ადამიანი. ისინი ქალაქ დვარკას მოსალოცად მიემგზავრებოდნენ.

ავტობუსი თითქმის 11 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 35 დაშავებულიდან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულები არიან ავტობუსის მძღოლი, 3 მამაკაცი და 2 ქალი.