"შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ" - რას წერს გია ხუხაშვილი?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბიძინას ახლა ჩვენზე მეტად მის მიერ ჩვენზე დაგეშილი სისტემური ურჩხულის ეშინია.
მას კარგად ესმის, რომ როგორც კი მხეცს საკვები შემოელევა, თავის მშობელს მიუბრუნდება და ძვლიანად შეჭამს.
ამიტომ არის იძულებული, სულ უფრო და უფრო მეტი “სისხლით” კვებოს, რომ მუდმივად მაძღარი ჰყავდეს…
უნდა იცოდეს სისტემის ყველა ჭანჭიკმა, რომ ბიძინა მათგან კაცი-ჭამია მუტანტებს ქმნის, ხოლო თუ ასე გაგრძელდა, ყველა კონფორმისტმა უნდა გაიხსენოს აზდაკის მონოლოგი:
“რატომ ჩვენს ვაჟებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი?!…ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ გაუშრათ?!…და რატომ შერჩათ სისხლი მხოლოდ სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს?!…” - წერს გია ხუხაშვილი