"ადვოკატი გამოვიდა. ისაკო დევიძე ნაცემია" - ინფორმაცი სოციალრ ქსელში ვრცელდება
ადვოკატი გამოვიდა. ისაკო დევიძე ნაცემია.დააკავეს ქუჩაში. ურტყეს.წაართვეს ტელეფონი და წაიყვანეს სახლში. სახლში ჩხრეკისას დედას აგინებდნენ. ისაკომ, რატომ მაგინებთო და კვლავ ურტყეს.არ მისცეს შესაძლებლობა შველა ეთხოვა, ადვოკატი, მეგობარი, მეზობელი დაესწრო, დაეძახა და მარტო არ ყოფილიყო.ჩხრეკისას სახლში არ შეუშვეს დედაც.პოლიციაში ოფიციალურად არ გამოუკითხიათ. სამაგიეროდ, 4 საათის განმავლობაში 7 ადამიანს ჰყავდა მომწყვდეული და "ესაუბრებოდნენ", - წერს გიორგი ნონიაშვილი.