loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში?

„არა რუსულ რეჟიმს“ - ამ ლოზუნგით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები მოითხოვენ, რომ დროულად გათავისუფლდეს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში დიქტატურა მყარდება.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დღეს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მოქალაქეებისადმი მიმართვას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, ქობულეთიდან მსვლელობით შეუერთდნენ.

ავტორი: მარიკო კეკელიძე