"რატომ ნერვიულობ? ....დამამშვიდებელი გაუკეთეთ" - რა ხდება ამ წუთებში ნენსი ვოლანდის ბინაში
„ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლი,ნენსი ვოლანდი ჩხრეკისას ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ადვოკატი შოთა თუთბერიძის თქმით, ნენსი მას შემდეგ გახდა ცუდად, რაც პოლიციამ კედელთან მიიმწყვდია და დაკითხვაზე გაყოლა მოსთხოვა.