loader

"ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? -აბსოლუტურად! - ევროკავშირი საშინლად გვექცევა" - დონალდ ტრამპი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? -აბსოლუტურად! - ევროკავშირი საშინლად გვექცევა" - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს.

„ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, დღეიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს დააწესებს.

„ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში შევა. ეს დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტმა გასცა და შეასრულა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.