loader

თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც.

პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება.

პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე 65-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.