loader

"თუ ეს გიხარია, ან მოღალატე ნაძირალა ხარ, ან მოღალატე ნაძირალას უტვინო მონა" - რას წერს LOUDspeakers-ის სოლისტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ეს გიხარია, ან მოღალატე ნაძირალა ხარ, ან მოღალატე ნაძირალას უტვინო მონა" - რას წერს LOUDspeakers-ის სოლისტი?

"როგორ შეიძლება გიხაროდეს იმ ქვეყნებიდან მომავალი დიდძალი დაფინანსებების შეწყვეტა, რომელმაც 90-იან წლებში გადაგარჩინა და საშუალება მოგცა ქვეყანას დამსგავსებოდი. თუ ეს გიხარია, ან მოღალატე ნაძირალა ხარ, ან მოღალატე ნაძირალას უტვინო მონა" - წერს ჯგუფი LOUDspeakers-ის სოლისტი, ლევან ლაუდაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა:

"საინტერესოდ ვითარდება პროცესები, ჩვენ ვითხოვდით გრანტების საჯაროობას და გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამის გარშემო, ორი რევოლუციის მცდელობა დაუკავშირეს ერთ მარტივ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებს უნდა გამოექვეყნებინათ ქართველი ხალხისთვის ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამას მოჰყვა 2023 წლის გაზაფხულზე რევოლუციის ერთ მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მეორე მცდელობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და იყო ასეთი ისტერიული პროცესები, თუმცა დღეს ხედავთ, რომ ამ დაფინანსების გარკვეული ნაწილი ხდება საჯარო და ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა.

ყველაზე საინტერესო მაინც არის აშშ-ის ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები."