loader

"მთავარი არხის" ეთერში რომ ყოჩობს ნიკა გვარამია... აშკარად ხედავს, რომ "მთავარ არხზე" გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც და შესაბამისად, აჭრილია" - ნატო ჩხეიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი არხის" ეთერში რომ ყოჩობს ნიკა გვარამია... აშკარად ხედავს, რომ "მთავარ არხზე" გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც და შესაბამისად, აჭრილია" - ნატო ჩხეიძე

ყოფილი დეპუტატი, "მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლე ნატო ჩხეიძე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მთავარი არხის" ეთერში რომ ყოჩობს ნიკა გვარამია, წამყვანს ებაქიბუქება და ნატო ჩხეიძის გვარსა და სახელს თავის გემოზე ახსენებს, მოიკრიბოს საჯარო პასუხისმგებლობა, თუ ასეთი რამ გააჩნია, ჩემთან ერთად მოვიდეს პირდაპირ ეთერში და კალმისტრის მაგიდაზე კაკუნის ხალისი სადამდე ეყოფა, იქვე გაირკვევა...

პ.ს. გვარამია აშკარად ხედავს, რომ "მთავარ არხზე" გავლენას კარგავს და მასთან ერთად პოლიტელიტის აღთქმულ მომავალსაც…

და შესაბამისად, აჭრილია.

გაბედოს და პირისპირ დამელაპარაკოს.

იქ გამოიჩინოს თავი, თუ ბიჭია!..

პ.პ.ს. ცხადია, ოპოზიციური ტელემედიის ეთერს ვგულისხმობ" - წერს ნატო ჩხეიძე.