loader

პროტესტის 64 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროტესტის 64 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება.

პარლამენტთან შეკრებილებს აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.

მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე ასევე მარშით მივიდნენ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციის მონაწილეები.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე უკვე 64 დღეა ითხოვენ აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.