"სულ ვფიქრობ, რაღა გამაკვირვებს-მეთქი და მაინც მხვდება ხოლმე გასაოცარი რაღაცეები..." - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"სულ ვფიქრობ, რაღა გამაკვირვებს-მეთქი და მაინც მხვდება ხოლმე გასაოცარი რაღაცეები: ფეისბუქზე გადავაწყდი ვიღაც ქოცის კმაყოფილ სტატუსს, რომ საქართველოში დაიხურა აშშ პროგრამები (USAID და სხვა დონორების) და ქვემოთ უამრავი გახარებული კომენტარებია. ხალხი აღფრთოვანებულია ამ ფაქტით და გამარჯვების ყიჟინა აქვთ ატეხილი. მართლა საოცარია, რა უხარიათ, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სერვისების შეჩერება, მათ შორის შშმ პირების; სხვადასხვა ინფექციური დაავადებების პრევენციის და კონტროლის პროექტების შეჩერება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რა ვიცი, რომელი ერთი დავასახელო, რაც USAID თუ CDC აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში. მე ჯანდაცვაზე ვლაპარაკობ, თორემ უამრავი პროექტია სხვა სფეროებშიც. ამ პროექტების შეჩერება, როგორც გახსოვთ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო დაიწყო და ახლა ტრამპის ზოგადი გადაწყვეტილებაც დაემატა.
ერთი ძველი ანეგდოტის არ იყოს, კაცმა რომ თავში ლურსმანი ჩაირჭო, პარიკმახერს სამართებელი უნდა გავუფუჭოო, ჩვენი საქმეც ეგრეა. ჩვენი თანამოქალაქეების ჯანრთელობისთვის საჭირო პროექტების გაჩერება რომ უხარიათ ზოგიერთებს, რადგან ევროპა და ამერიკა “ჩვენი მტრები არიან”. დაელოდეთ რუსეთიდან დაფინანსებულ პროექტებს. თავაინთი თავისთვის ვერ მოუვლიათ, აფრიკის ქვეყნებს უსწრებენ უკვე ზოგიერთი ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებით," - წერს მაია ბუწაშვილი.