loader

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციაზე მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდნენ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი და სხვა დაკავებულები, ასევე, ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია.

მათი თქმით, მზია ამაღლობელი 19 დღეა საპატიმროში შიმშილობს, რაც ჟურნალისტის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ, ორი კარავია გაშლილი წარწერებით “თავისუფლება მზიას”.