"კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან..." - სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს
"კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ) პირველივე დღიდან რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა…), შემდეგ 600 ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს - ყველაზე სამარცხვინო - წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს აჯილდოვებთ, ვინც თქვენს შვილების ტოლებს უსწორდებოდნენ და ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ," - ამისე შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.