ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი "ჩემო პატარათი" რომ მომმართავდა, აი, ეგ მომენტი ყველა ტკივილს მავიწყებს" - რას წერს გურამ როგავა?
"ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა "ტვ პირველის" ჟურნალისტ, ნანუკა ქაჯაიასთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს:
"ნანუკას "იმედიდან" ვიცნობ, ერთ ნიუსრუმში ვმუშაობდით წლების განმავლობაში."ჩემო ფერია", "ჩემო პატარა", - ასე მივმართავდით ერთმანეთს მოფერებით და ასე ვართ დღემდე...
ჩემზე თავდასხმის დროს რომ ვეკითხებოდი, რა მჭირს-მეთქი და მატყუებდა "არაფერი ჩემო პატარაო", ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი "ჩემო პატარათი" რომ მომმართავდა, აი, ეგ მომენტი ყველა ტკივილს მავიწყებს.
ამ ორ თვეში რაღაცები ფუნდამენტურად გადავაფასე, ფარისევლებს და მშიშრებს თავისი ადგილი მივუჩინე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი კარგი ადამიანი ახლიდან აღმოვაჩინე!
ნანუკა ქაჯაია ჩემო ფერია, მადლობა რომ ასეთი ხარ და მაძლიერებ" - წერს გურამ როგავა.