"უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს" - ბადრი ჯაფარიძე
„ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ცრუ დევიზის - „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა რეალობა - „კუდამოძუებული ევროპიდან“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, „ქართული ოცნების“ დელეგაციას უფლებამოსილება შეეზღუდა და განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს.