"დარჩე ადამიანად გულისხმობს რომ ხელის დარტყმა ცუდია, ქალი იქნება ეს თუ კაცი, პოლიციელისთვის ხელის დარტყმა კი..." - რას წერს ნინო წილოსანი?
ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე დაწერილ კომენტარს პასუხობს:
"სამწუხაროდ პოსტში სწორედ იმაზე ვსაუბრობ, რაც ამ კომენტარების დიდ ნაწილში ხდება..
დარჩე ადამიანად გულისხმობს რომ ხელის დარტყმა ცუდია, ქალი იქნება ეს თუ კაცი;
პოლიციელისთვის ხელის დარტყმა კი მძიმე დანაშაული ;
სხვა ადამიანებს თავს დაესხა და შეუვარდე პოსტებზე მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული პოზიცია აქვთ - არაცივილიზებულობაა;
ლანძღავდე ხელისუფლებას, რომელსაც 10 წელი თბილად ემსახურებოდი ფარისევლობაა დემოკრატიის და ევროკავშირის ქვეყანაში შემომყვან პოლიტიკურ გუნდს პრორუსს ეძახდე ბოროტებაა და ა.შ
საბედნიეროდ კი განსხვავებას ფარისევლ/მავნებლებსა და ჩვენს შორის ხალხი ყველაზე კარგად ხედავს
ისე კი მართლა დიდი სიმამაცე უნდა ფაშისტებს წინ აღუდგე და 2012 -დან მოყოლებული ყოველ ჯერზე დაამარცხო..
ჩვენ მამაცი ერი ვართ " - წერს ნინო წილოსანი.