loader

"ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ვარ­და ავა­რი­ის დროს და მან­ქა­ნა ზე­მო­დან და­ე­ცა" - უმძიმესი ავარია ფონიჭალაში: დაშავებულ დედა-შვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ვარ­და ავა­რი­ის დროს და მან­ქა­ნა ზე­მო­დან და­ე­ცა" - უმძიმესი ავარია ფონიჭალაში: დაშავებულ დედა-შვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ

ავარიის შედეგად დაშავებულ დედა-შვილს დახმარება ესაჭიროებათ. ისი­ნი 31 დე­კემ­ბერს, თბი­ლი­სი-რუს­თა­ვის გზა­ზე, ფო­ნი­ჭა­ლა­ში, უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შავ­დნენ და მას შემ­დეგ კლი­ნი­კა­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვი­ან. ოჯახ­მა უკვე ამო­წუ­რა ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი და ახლა ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა სჭირ­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე მძი­მეა 37 წლის გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მას შინ მე­უღ­ლე და სამი პა­ტა­რა ელო­დე­ბა. გი­ორ­გის დის ინფორმაციით, სა­ში­ნე­ლი ავა­რია ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან მოხ­და და ორი­ვე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბი­სა, დედა შე­და­რე­ბით უკე­თე­სად არის, უფრო მძი­მეა ჩემი 37 წლის ძმის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ის ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა. დიდი და ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა გი­ორ­გის, რაც ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებს მო­ი­თხოვს. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის გამო, მას ახლა ტრა­ქე­ოს­ტო­მა აქვს ჩად­გმუ­ლი და ჯერ სა­უ­ბარ­საც ვერ ახერ­ხებს...

გი­ორ­გი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ვარ­და ავა­რი­ის დროს და მან­ქა­ნა ზე­მო­დან და­ე­ცა, ამი­ტომ, ფე­ხებ­ში ნაკ­ლე­ბად აქვს მგრძნო­ბე­ლო­ბა. ექი­მი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან რე­ა­ნი­მა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მის­თვის მთა­ვა­რია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც, თუ კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა მალე გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ამის­თვის ვიბ­რძვით ახლა, რომ რო­გორ­მე გიოს ჰქონ­დეს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რად­გან დრო­ში თუ გა­ი­წე­ლე­ბა, არა­ვინ იცის, ეს რას გა­მო­იწ­ვევს.

გი­ორ­გი სამი შვი­ლის მა­მაა, მუ­შა­ობ­და რეს­ტო­რან­ში, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და და ეს ამ­ბა­ვი დაგ­ვარ­ტყა თავს. ახლა ყვე­ლას გვერ­დში დგო­მა გვჭირ­დე­ბა და გვჯე­რა, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით რო­გორ­მე შევ­ძლებთ მათ ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბას."- ამბობს ლელა კე­კე­ლი­ძე.

წყარო: "კვირის პალიტრა"

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შებ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:

#GE92BG0000000606102393

თი­ბი­სი ბან­კი:

#GE30TB7788345061100019

მიმ­ღე­ბი: ლელა კე­კე­ლი­ძე Lela kekelidze

წყარო: "კვირის პალიტრა"