loader

"თქვენი სამოქმედო ტერიტორია სადაა იცით? ჩაქვში ჩადით ბაზაზე, ზუგდიდში ჩადით და იქ დადექით, აქ რატომ ხართ" - მოქალაქე სპეცრაზმს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი სამოქმედო ტერიტორია სადაა იცით? ჩაქვში ჩადით ბაზაზე, ზუგდიდში ჩადით და იქ დადექით, აქ რატომ ხართ" - მოქალაქე სპეცრაზმს

ბათუმში, აჭარის მთავრობოს სახლთან, სადაც მოქალაქეებმა კარვები გაშალეს სპეცრაზმი მივიდა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.

როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ, რომელიც საპატიმროში 18 დღეა შიმშილობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კანონს არ არღვევენ.

“ამ კარავში ვიქნებით და მზია ამაღლობელს სოლიდარობას ვუცხადებთ, იგი 18 დღეა შიმშილობს. პოლიციელის მოთხოვნა უკანონოა, თითქოს უნდა გადავიტანოთ სკვერში. არც სამანქანო და არც ტროტუარს არ ვკეტავთ, კანონიერად ვმოქმედებთ”, აცხადებენ აქციის მონაწილეები

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ პოლიციამ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარავი ადგილიდან გაიტანა. პარალელურად, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიებზე სტიკერები დატოვეს წარწერით “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.

“საკუთარ ფულად აქცია ქვეყნის ბიუჯეტი, თურმე საქართველოში ფული არ უკეთებიათ - ტყუილია! შემოსავლები მათ ჯიბეებში მიდის. ქვეყანა სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ბიძინა ივანიშვილი კი მდიდრდება. არ გვჭირდება ასეთი მმართველი, რომელიც თავის მოქალაქეებს, მოშიმშილეებს არ დაუდგება გვერდით”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები