უწყვეტი პროტესტის 63-ე დღე - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
უწყვეტი პროტესტის 63-ე დღესაც საკანონმდებლო ორგანოსთან ხალხმა უცვლელი მოთხოვნით მოიყარა თავი - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
„აჯანყდი, აჯანყდი!“ „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.