loader

"წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა" - რას წერს გრიგოლ გეგელია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა" - რას წერს გრიგოლ გეგელია?

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია წერს, რომ PACE-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებით "ქართულმა დემოკრატიამ იზეიმა"

"ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს არ განუცდია" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

"114 - 13, სტრასბურგში იზეიმა ქართულმა დემოკრატიამ! ასეთი ტოტალური კრახი საქართველოს ისტორიაში არცერთ სამთავრობო დელეგაციას არასდროს არ განუცდია.

გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას დაევალა არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისტემური ძალადობის გამოძიება, დღეს კიდევ ორი ცხადი სიკეთე დაემატა:

ქოცების მიერ რეზოლუციაში ინცირებული სამივე ცვლილება ერთხმად იქნა უარყოფილი; ვერცერთი ვერ გაიტანეს. ახალი არჩევნების წინ დაემატა სიტყვა "საპარლამენტო", რათა ცრუპენტელა ბოროტმოქმედების პარტიად ინტერპრეტაციის საშუალება არ მიეცეს. ეს არის სრული და ტოტალური კრახი. წულუკიანმა სტრასბურგში დაიწყო კარიერა და იქვე დაასრულა.

ჩვენ კი, ოთხი კოალიციის საგარეო გუნდმა, ისევე როგორც არასმთავრობო სექტორმა და ჩვენმა პარტნიორებმა, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს სასიკეთოდ ერთიანი ძალისხმევით," - წერს გრიგოლ გეგელია.

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.

PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.