ტრაგედია ზუგდიდში - სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
ზუგდიდში, ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
ცეცხლი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.
გარდაცვლილი მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.