"უზრდელი ხარ და თავხედი..." - სირტყვიერი დაპირისპირება ბათუმში, აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი დაშალეს.
აქციის მონაწილეების მხრიდან მათ მისამართით ისმის შეძახილები: “სირცხვილი“, „მოძალადე პოლიცია”.
“სამმართველოში მზია ამაღლობელზე ფიზიკურად იძალადეთ. მოძალადე ხართ”, - მიმართა პოლიციის უფროსს აქციის მონაწილე ციალა ქათამიძემ.
თავის მხრივ, გრიგოლ ბესელიამ ციალა ქათამიძე ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.
“მატყუარა ხართ, თქვენ იტყუებით”, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.