საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპული საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს, ასევე აცხადებენ, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან 18 დღეა შიმშილობს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საპარლამენტო არჩევნები დროულად ჩატარდეს და ევროკავშირში ინტეგრაცია დაჩქარდეს.