loader

ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით - "დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით - "დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“

„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ხალხისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოების ხმა არ ისმის.

ადგილზე შეკრებილი არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და თანამოაზრეები.

ისინი მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვენ.

მოგვიანებით, დემონსტრანტები ტელევიზიის ტერიტორიიდან პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას, სადაც უკვე 63-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.