ვისაც ბანკში სესხი ლარში აქვს, საპროცენტო განაკვეთებში ცვლილებაა
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის დეკემბერში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.63% შეადგინა, რაც 0.6%-ით არის გაზრდილი თვიურ, ხოლო 1.37%-ით წლიურ მაჩვენებელზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12.03% იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბერში - 11.26%.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის დეკემბერში წლიურად 0.27%-ით გაიზარდა და 18.16% შეადგინა. ხოლო, უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი (ლარში) 14.66% იყო, რაც 1.42%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდზე.
ვრცლად: "bpn.ge"