loader

რას აცხადებენ შსს-ში რიყის პარკში, მე-10 კლასელი ბიჭის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებენ შსს-ში რიყის პარკში, მე-10 კლასელი ბიჭის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-10 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. მოზარდი რიყის პარკში ტრაგიკულად დაიღუპა.