loader

ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა - რას ამბობს მომღერალი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა - რას ამბობს მომღერალი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში?

ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“ და­ტო­ვა. გა­და­ცე­მა "პრა­იმ­შო­უ­ში“, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, ახლა მას ეკო ფან­გა­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბად რჩე­ბი­ან ნინო ნა­დი­რა­ძე, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, ანრი ჯო­ხა­ძე და ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გარ­თუ­ლე­ბის ფონ­ზე, გა­და­ცე­მა ნი­ნიმ­დე სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა, თუმ­ცა მო­დელ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს, მი­ზე­ზე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ნინი ამ­ბობს, რომ ახლა სიმ­ღე­რის­თვის უფრო მეტი დრო დარ­ჩე­ბა ვიდ­რე აქამ­დე. მომ­ღე­რალს ასე­ვე წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ბუ­ლინგზე ვე­სა­უბ­რეთ, რო­დე­საც მათ დიდ ნა­წილს, სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე უა­რის თქმამ მო­უ­წი­ათ, ზოგ­მა კი რეს­ტორ­ნებ­ში სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ე­ბი გა­ა­უქ­მა.

"ვფიქ­რობ, რომ ერთი ეტა­პი დას­რულ­და, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც ეს დრო გა­ვა­ტა­რე. ვფიქ­რობ, სხვა რა­ღაც და­ი­წყოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მუ­სი­კით უფრო მე­ტად დავ­კავ­დე.

მად­ლო­ბას ვე­ტყვი ნოეს, რომ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ამ კუ­თხით მე­ცა­და თავი. რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი გვქონ­და, ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია.

ბევ­რი კარ­გი რამ გა­დამ­ხდა იქ და მიყ­ვარს ეს ტე­ლე­ვი­ზია. მხო­ლოდ "პრა­იმ­შოუ“ არა, მა­ნამ­დე სხვა პრო­ექ­ტე­ბიც იყო, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 20 წლის მი­ვე­დი პირ­ვე­ლად ამ არხზე. უბ­რა­ლოდ, ახლა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე" - განუცხადა მომღერალმა ambebi.ge-ს.

განაგრძეთ კითხვა ambebi.ge-ზე>>>