უცნობმა დაავადებამ, რომელიც არც ვირუსული და არც ბაქტერიულია, 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - რა ხდება ინდოეთში და რას ამბობს ადგილობრივი მთავრობა?
2024 წლის დეკემბრიდან ინდოეთის ქალაქებში ჯამუსა და ქაშმირში ამოუცნობი დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 38 პირი ახლაც ცუდად არის.
ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ჯიტენდრა სინგჰმა, განაცხადა, რომ პირველადი ტესტების შედეგად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები გამოირიცხა, ხოლო დაავადების გამომწვევ მიზეზად ტოქსინი მიიჩნევა, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებს.
ამჟამად ტოქსიკოლოგიური ანალიზები მიმდინარეობს ლაკნოუს ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიაში (CSIR). კვლევის მიზანია ტოქსინის იდენტიფიცირება და მისი წყაროს დადგენა, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს შესაბამისი პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების გატარება.
ჯამუ და ქაშმირის რეგიონი ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარეობს და ცნობილია თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობითა და მრავალფეროვანი კულტურით. რეგიონში მსგავსი დაავადებების გავრცელება იშვიათია, რაც ამ შემთხვევას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
ჯანდაცვის ორგანოები მოუწოდებენ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და მიმართონ სამედიცინო დახმარებას ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები გავრცელდება კვლევის შედეგების მიღებისთანავე...