პროტესტის 62-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.62-ე დღეა პროტესტი უწყვეტად გრძელდება და მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
ამასთან, ხელახალი არჩევნებისა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით “ცისფერ გალერეასთან” მხატვრების აქცია მიმდინარეობს.
თბილისის გარდა, აქცია რეგიონებშიც ტარდება.
ვიდეო: "მთავარი არხი"