"ბიძინა ივანიშვილის ვპირდებით..." - ბერდია სიჭინავას ბრიფინგი
„ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის გიორგი გახარიას წინააღმდეგ თავდასხმა პოლიტიკური შურისძიების აქტი იყო, რომლის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.
„ბიძინა ივანიშვილს ვპირდებით, რომ ამ საქმიდან ვერ გაძვრება და ვერავის ზურგს ამოეფარება, როგორც ეს მას ხშირად გაუკეთებია" - განაცხადა სიჭინავამ.