loader

რას წერს სკოლის დირექტორი მოზარდზე, რომელიც რიყის პარკში ტრაგიკულად დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს სკოლის დირექტორი მოზარდზე, რომელიც რიყის პარკში ტრაგიკულად დაიღუპა

ქალაქ თბილისის N132 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი წერს.

"ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილი.

სკოლის კოლექტივის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს!

უდიდესია ჩვენი გულისტკივილი და მწუხარება! ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს ადგილი, ჩვენს ლამაზ ბიჭს!" - წერს თამარ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი შაბათს, რიყის პარკში ტრაგიკულად დაიღუპა.