"ანესთეზიის შედეგად დაიღუპა... მას ზურგზე უზარმაზარი ტატუ უნდა გაეკეთებინა" - ცნობილი ინფლუენსერის გარდაცვალების საქმეზე ბრაზილიაში პოლიციამ გამოძიება დაიწყო
45 წლის ცნობილი ბრაზილიელი ინფლუენსერი რიკარდო გოდოი ზოგადი ანესთეზიის შედეგად დაიღუპა.
მამაკაცს, რომელსაც ზურგზე უზამრაზი ტატუ უნდა გაეკეთებინა, ანესთეზიის შემდეგ გული გაუჩერდა.
ინფორმაციას thesun-ი ავრცელებს.
რიკარდო გოდოის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.