loader

რა ხდება ამ წუთებში თბილისის სავალუტო ჯიხურებში - უახლესი მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში თბილისის სავალუტო ჯიხურებში - უახლესი მონაცემები

ეროვნული ბანკის მიერ 27 იანვარს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8808 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0263 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8800 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.8670 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0150 ლარად, გაყიდვა კი 2.9950 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8750 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8650 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.0250 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.0100 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.8850 ლარად, გაყიდვა კი - 2.8700 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0150 ლარად, გაყიდვას კი - 2.9950 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8450 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0100 ლარად, გაყიდვა კი 2.9700 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.