loader

"გადაწყვეტილება უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გარკვეულწილად უჩვეულოა" - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადაწყვეტილება უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გარკვეულწილად უჩვეულოა" - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.