loader

"შოკი დამემართა" - რას ამბობს ინგა გრიგოლია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკი დამემართა" - რას ამბობს ინგა გრიგოლია?

"ვიჯექი ტელევიზორთან, ვუყურებდი და შოკი დამემართა,ჯანდაცვის მინისტრი იმის ნაცვლად რომ საუბრობდეს ჟურნალისტზე, პოლიტიკურ ტყვეზე, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, ჟურნალისტებს ძველი ბიჭივით ურჩევდა საქმეს" - ამის შესახებ, ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.

ვიდეო: "ფორმულა"