"მეუღლე, შვილი, და გყავთ?... კატეგორიულად გაფრთხილებ! ჩემი ახლობლების სახელი აღარ ახსენო, დაამთავრე მაგაზე ლაპარაკი" - ცხარე კამათი ჟურნალისტებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის
ღონისძიება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ესწრება, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.
ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, კოლეგები პროტესტს კარზე ბრახუნით და შეძახილებით გამოხატავენ.
ვიდეო: "ტვ პირველი"