“სასწაული სიახლე მაქვს თქვენთვის!” - რას წერს თათია კობალაძე
მომღერალი თათია კობალაძე სოციალურ ქსელში გულშემატკივარს ახალ ინფორმაციას უზიარებს:
"მოგესალმებით ჩემოოო სიყვარულებო და ჩემო ტკბილო გულშემატკივრებო. ვინც ადევნებთ თვალს ჩემს ამბებს იცით რა რთულ პერიოდსაც გავდივარ, მაგრამ მორიელი რისი მორიელია თუ ფერფლიდან არ წამოდგა. ხოდა სასწაული სიახლე მაქვს თქვენთვის! ევროვიზიისთვის გავუგზავნე სიმღერა პირველ არხს !სასწაული კომპოზიტორის დაწერილი. ზუსტად ვიცი ეს სიმღერა უდიდეს წარმატებას მოუტანს ჩემს ქვეყანას.ნუ ამ დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ თუ რათქმაუნდა დამტკიცდება ჩემი კანდიდატურა ევრივიზიაზე წარდგენისთვის! გახსოვდეთ ოცნებები სრულდება ! რაცარუნდა მოხდეს ცხოვრებაში არაფერმა შეგაშინოთ! არ დაეცეთ ან თუ დავარდებით წამოდექით და სიამაყით განაგრძეთ სვლა წარმატებისკენ! ცხოვრება წუთუსოფელია, არავინ ვიცით ვის რა გველოდება ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი!
ჯანმრთელად და კარგად მაშინ ვარ როცა ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ! საიდუმლო იმისა რომ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი ყველაფრის მიმართ არის სურვილი სულ სულ ვიდგე დიდ სცენებზე!"