loader

ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა - ვრცელდება ამსახველი კადრები აშშ-დან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა - ვრცელდება ამსახველი კადრები აშშ-დან

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

თავდასხმის კადრები მედიაში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ დათვი მამაკაცს მიუახლოვდა, თავს დაესხა და კბენა დაუწყო. პენსილვანიის ნადირობის კომისიის განცხადებით, მსგავსი ქმედება დათვებს არ ახასიათებთ და ეს ნორმალური არ იყო.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმის შემდეგ დათვი ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული.

"ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ დათვი ცოფით იყო დაავადებული. დაზარალებული სრულად გამოჯანმრთელდება და ჩაუტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში.