loader

„პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“.

ისინი ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან” დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდება.

მსვლელობის მონაწილეებს მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: „უსამართლო სასამართლო”, „ხალხის ძალის გეშინოდეს”, „გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”.

ისმის შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.