loader

“თქვე დალოცვილებო, ესე იგი ძალიანაც გჭირდებათ დასავლეთის მხარდაჭერა და ამ ბუტაფორია პერსონას ეჭიდებით” - რას წერს მაია ბუწაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თქვე დალოცვილებო, ესე იგი ძალიანაც გჭირდებათ დასავლეთის მხარდაჭერა და ამ ბუტაფორია პერსონას ეჭიდებით” - რას წერს მაია ბუწაშვილი?

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ქოცებს ძალიან არეული აქვთ ფასეულობები. ევროპარლამენტარები, აშშ კონგრესმენები, სენატორები მკაფიოდ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე კარგა ხანია გაიძახიან, ქართული ოცნება არადემოკრატიულია, ადამიანის უფლებებს არღვევს, რუსეთის ინტერესების გამტარებელიაო და ამაზე ოცნების მომხრეების პასუხი ერთგაროვნად არის ის, რომ დასავლეთის აზრი არ აინტერესებთ, რომ არავისი საქმე არ არის ჩვენ რას ვიზამთ, ლანძღავენ ყველაფერს დასავლურს, აშშ ელჩს მიწასთან ასწორებენ და ევროპარლამენტარებს ტალახს ესვრიან. ახლა კი უცებ აღმოჩნდა, რომ თუ ეს უცხოელი არის კიკიმორა კიმბერლი ლოუ, რომელიც სინამდვილეში კაცმა არ იცის ვინ არის, პომპეზური მიღება უნდა მოუწყონ, მისი აზრი მნიშვნელოვანი ყოფილა, მისნაირ ქართველ კიკიმორებთან შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ და ეს ფოტოები გვიფრიალონ. თქვე დალოცვილებო, ესე იგი ძალიანაც გჭირდებათ დასავლეთის მხარდაჭერა და ამ ბუტაფორია პერსონას ეჭიდებით და რაღაც გამოგონილ, უშინაარსო შოუ/შეხვედრებს აზიარებთ. ბოლოსდაბოლოს რა გინდათ, იქნებ ჩამოყალიბდეთ."