loader

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი, გარედან ვიბრძოლებ" - თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი, გარედან ვიბრძოლებ" - თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გოდოლაძესთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა, სადაც მეცნიერი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებს უხსნის.

"ოცნების" მავნებლური პოლიტიკის მამხილებელი მეცნიერი ყვება, რომ სამმშობლოდან წასვლა იმ ტოტალური დევნის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც რეჟიმმა მის წინააღმდეგ განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ გააძლიერა.

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ", - ამბობს გოდოლაძე.

ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: "მთის ამბები"