კადრები ტელეკომპანია "იმედის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც აქციის მონაწილეები მივიდნენ
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები აღმაშენებლის ხეივნიდან საპორტესტო მსვლელობით ჯერ "პოს TV"-სთან, ახლა კი ტელეკომპანია "იმედთან" მივიდნენ.
აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე". მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ.
აქციის მონაწილეები ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ.
მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთან მისვლის მიზანია, რომ მათ სიმართლე გააშუქონ. ასევე, ისინი მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასაც ითხოვენ.