loader

რა ხდება ამ წუთებში "პოს TV"-ის შენობასთან? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში "პოს TV"-ის შენობასთან? - კადრები ადგილიდან

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები აღმაშენებლის ხეივნიდან საპორტესტო მსვლელობით "პოს TV"-სთან მივიდნენ.

აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე". მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ.

აქციის მონაწილეები ტელეკომპანია "იმედთანაც" მივლენ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ.

მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთან მისვლის მიზანია, რომ მათ სიმართლე გააშუქონ. ასევე, ისინი მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასაც ითხოვენ.