რა ხდება ამ წუთებში აღმაშენებლის ხეივანზე? - კადრები ადგილიდან
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე".
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები: „თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა", „გააშუქე სიმართლე" და ა.შ.
ისინი აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ.
მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთან მისვლის მიზანია, რომ მათ სიმართლე გააშუქონ. ასევე, ისინი მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსვლელობის მონაწილეები სრულად გადაკეტავენ აღმაშენებლის ხეივანს, ისინი დაჯარიმდებიან.