ვრცელდება უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს როგორ ჩამოინგრა 4-სართულიანი კორპუსი თურქეთში - უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში, ქალაქ კონიაში, სელჩუკის რაიონში 4-სართულიანი შენობა ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ნაპოვნია 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 2 პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართების მფლობელი, 2 კი მაღაზიის მენეჯერია.