loader

“ანონიმუსი” ქართველ ხალხს მიმართავს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ანონიმუსი” ქართველ ხალხს მიმართავს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"კვირების წინ "ანონიმუსმა" გამოაცხადა კიბერომი საქართველოში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან წარმატებით შეაღწია საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა "ანონიმუსთან" აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ... ეს მოიცავდა [ავტობუსის] სალაროებში შეღწევას, როგორც პირდაპირი გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები და დააწესა ავტორიტარული რეჟიმი...

ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება.

ქართველ ხალხს: ადექით, შეეწინააღმდეგეთ და დაიბრუნეთ თქვენი თავისუფლება. თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში" - წერს "ანონიმუსი" და თბილისის ავტობუსებში გაჟღერებულ საპროტესტო ხმას ეხმაურება