loader

ამ წუთებში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან მზია ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები.

აქციას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

დემონსტრანტები მსვლელობით „ახალი თეატრისკენ“ აპირებენ გადაადგილებას. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩანიშვნა და მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.