გაფრთხილება მათ, ვინც დიდ დიღომში ცხოვრობს! - "ფრთხილად იყავით, კარები არ დატოვოთ ღია. წეღან ვიღაც ტიპი შემხვდა სადარბაზოში"
დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში მოსახლეობას აფრთხილებენ:
"მეგობრებო, ფრთხილად იყავით, კარები არ დატოვოთ ღია. წეღან ვიღაც ტიპი შემხვდა სადარბაზოში ,ჭაღარათმიანი, იქნებოდა ასე 60-70 წლის, ეცვა გრძელი ღია ფერის მოყავისფრო ან ბეჟის ფერი ქურთუკი, შავი კანტით კაპიოშონზე.მეზობლების კარებთან იდგა, მე რომ დამინახა კისრისტეხვით დაეშვა კიბეზე. მე ლიფტით დავეწიე, უკვე სადარბაზოს კარებთან იდგა ,
გასვლას ცდილობდა. უცებ გავარდა და 186 სკოლის სკვერისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაიქცა , თან დროდადრო უკან იხედებოდა.არ ვიცი რამ შეაშინა ასე. მაგრამ აშკარად საეჭვოდ შეშინდა. სამწუხაროდ, ტელეფონი თან არ მქონდა სურათს გადავუღებდი.მოკლედ, ყოველ შემთხვევისთვის ყურადღებით იყავით და ბავშვებს მიხედეთ ეზოში თუ გყავთ," - წერენ სოციალურ ქსელში.