რა კადრებს აქვეყნებს მშობელი თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან? - "უყურე ერთი ამას, თავხედი! არ დამელაპარაკო!"
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან მშობელი, მაგდა ნემსაძე წერს, რომ მის 2 წლის შვილზე პედაგოგმა იძალადა.
"სასწრაფოა და დაადასტურეთ გთხოვთ!!! შემთხვევა მოხდა N60 ბაღში, ჩემს 2 წლის შვილს მსგავსად ესაუბრება მასწავლებელი! ასევე ვიდეო კამერის ჩანაწერში ჩანს თუ როგორ უხეშად "ათრიეს!" - წერს ბავშვის დედა.